ახალი პარტნიორი – ესთეტიკური მედიცინის კლინიკა KAEM

აგვისტო სასიამოვნო სიახლეებით გრძელდება – ამჯერად Webook და ესთეტიკური მედიცინის კლინიკა KAEM იწყებენ პარტნიორობას! ჩვენი უახლესი ციფრული პლატფორმის მეშვეობით კლინიკა თავის მომხმარებელს ვიზიტზე ჩაწერის გამარტივებულ პროცესს სთავაზობს, ხოლო თავად იღებს ჯავშნების ერთ სივრცეში მართვის და მომხმარებლის უკუკავშირის შესაძლებლობას.

KAEM მდებარეობს ქ. თბილისში, სულხან ნასიძის 20-ში და თავის პაციენტებს ესთეტიკური მედიცინის სერვისების ისეთი ფართო სპექტრით ემსახურება, როგორიცაა კონტურული პლასტიკა, ბოტულინოტოქსინის ინექციები და სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურები.

ვიბუქი სილამაზის ცენტრებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც ჩაწერების პროცესის სრულად გაციფრულებაა შესაძლებელი.