როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია რამოდენიმე დღეა შეიქმნა ვებ-გვერდი freebusiness.ge, სადაც ბიზნესები ხელს აწერენ შემდეგ განცხადებას:
არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას.
ვიბუქი ერთერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ განცხადებას და ყველა ბიზნესს, ვისაც ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს.
საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇪🇺 ერთად გავიმარჯვებთ! ✊
ვიბუქის გუნდი
