დიდი ამბავი გვაქვს – ვიბუქი Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორის წევრია!
პროგრამა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილე სტარტაპ გუნდები მენტორების დახმარებით გაიღრმავებენ ცოდნას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა ფასეული შეთავაზება, ბრენდინგი, Growth Marketing, ფინანსები, ინვესტიციების მოზიდვა, პრეზენტაციის მომზადება და ა.შ.
ბოლოს კი დემო დღე მადრიდში, Google for Startups-ის კამპუსში ჩატარდება. მონაწილეები გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს.
ვიბუქი სილამაზის ცენტრებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც ჩაწერების პროცესის სრულად გაციფრულებაა შესაძლებელი.
