ახალი პარტნიორი – სილამაზის სალონი T.M. Beauty Center

ვიბუქის პლატფორმას სილამაზის სალონი T.M. Beauty Center შემოუერთდა! ჩვენი სისტემის მეშვეობით სალონის მომხმარებლები მარტივად და დამოუკიდებლად შეძლებენ სასურველ ვიზიტზე ჩაწერას, ხოლო თავად ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მართოს ჯავშნები და სისტემაში დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს ინფორმირებული მენეჯერული გადაწყვეტილებები.

T.M. Beauty Center მდებარეობს  ქ. თბილისში, ავთანდილ ღოღობერიძის 6-ში და მომხმარებელს სთავაზობს 90-ზე მეტი დასახელების სერვისს, მათ შორის თმის, ფრჩხილის და კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურებს, ასევე ეპილაციას როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

შენც შეგიძლია სრულად გააციფრულო ჩაწერების პროცესი Webook-თან ერთად!