მიუხედავად არჩეული მხარისა, შეუძლებელია იყო საქართველოს მოქალაქე და ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს გულისყურით არ ადევნებდე თვალს.
დასავლური ქვეყნების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურად ამ დრომდე არცნობას დაემატა 28 ნოემბერს მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების 2028 წლამდე არგახსნასთან დაკავშირებით, რამაც მოქალაქეების ნაწილის მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო მოძრაობა ყოველდღიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.
ვიბუქის გუნდი ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილებას, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს რუსეთის წინაშე მარტო, საერთაშორისო მეგობრების გარეშე დატოვებას. მიგვაჩნია რომ ასეთი ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და შესაბამისად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.
ვიბუქი უერთდება მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას და ამ რეჟიმში აგრძელებს ოპერირებას მანამ, სანამ არ მოხდება არალეგიტიმური ხელისუფლების ჩამოშორება მართვის სადავეებიდან.
საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇪🇺 ერთად გავიმარჯვებთ! ✊
ვიბუქის გუნდი
