მას შემდეგ რაც ვიბუქს ახლოდან იცნობენ, როგორც წესი დამატებით არგუმენტებს აღარ საჭიროებენ, თუმცა ეს პოსტი მათთვისაა ვინც ჩვენს პროდუქტს ჯერ კიდევ არ იცნობს.
მაშ ასე, ტოპ 3 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენო ვიბუქი შენი ბიზნესისთვის:
1. ვიბუქი მარტივია და მოსახერხებელი
ინტუიტიური, დახვეწილი ინტერფეისი და მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალი ვიბუქს ყველასგან გამოარჩევს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ მოწყობილობაზე: მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი და ა.შ. მიუხედავად მისი სიმარტივისა, ყველა საჭირო ფუნქცია გააჩნია რათა წარმატებით მართოთ ჩაწერების პროცესი ისეთ ბიზნესებში, როგორიცაა: ესთეტიკური ცენტრები, მცირე ზომის კლინიკები, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრები, იოგა სტუდიები და ა.შ.
2. ვიბუქი მუდმივად ვითარდება
საუკეთესო გუნდი და დიდი მიზნები ვიბუქს მუდმივად განვითარებად და გაუმჯობესებად პლატფორმად აქცევს. დღევანდელი სახით პროდუქტის ყიდვა ბიზნესის ინვესტიციაა კიდევ უფრო უკეთესის მისაღებად დამატებითი დანახარჯების გარეშე.
3. ვიბუქი ქართულია
შექმნილია საქართველოში, ქართული გუნდის მიერ ქართული საბაზრო სპეციფიკის გათვალისწინებით. ამის გამო ბიზნესები სარგებლობენ უწყვეტი მხარდაჭერით და იციან რომ მათი უკუკავშირი პროდუქტის განვითარებისას გათვალისწინებული იქნება
მოითხოვე დემო და ჩვენი წარმომადგენელი უსწრაფესად დაგიკავშირდებათ
