ახალი პარტნიორი – მელანო ზოიძის ესთეტიკის ცენტრი

Webook-ს ახლა უკვე მელანო ზოიძის ესთეტიკის ცენტრიც იყენებს! პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები თავად ეწერებიან სასურველ მომსახურებაზე, ხოლო თავად ბიზნესი ჯავშნების ერთ სივრცეში მართვის და მომხმარებლის უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას იძენს. მელანო ზოიძის ესთეტიკის ცენტრი ქ. ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის 53-ში მდებარეობს და თავის პაციენტებს ესთეტიკური მედიცინის ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორიცაა ლაზერული ეპილაცია, ბოტოქსი, ფილერი, სახის წმენდა და ა.შ. ვიბუქი […]
ვიბუქი თავისუფალი ბიზნესების განცხადებას უერთდება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია რამოდენიმე დღეა შეიქმნა ვებ-გვერდი freebusiness.ge, სადაც ბიზნესები ხელს აწერენ შემდეგ განცხადებას: არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ […]
ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

მიუხედავად არჩეული მხარისა, შეუძლებელია იყო საქართველოს მოქალაქე და ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს გულისყურით არ ადევნებდე თვალს. დასავლური ქვეყნების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურად ამ დრომდე არცნობას დაემატა 28 ნოემბერს მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების 2028 წლამდე არგახსნასთან დაკავშირებით, რამაც მოქალაქეების ნაწილის მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო მოძრაობა ყოველდღიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება. […]
3 მიზეზი, რატომ სარგებლობენ ბიზნესები ვიბუქით

მას შემდეგ რაც ვიბუქს ახლოდან იცნობენ, როგორც წესი დამატებით არგუმენტებს აღარ საჭიროებენ, თუმცა ეს პოსტი მათთვისაა ვინც ჩვენს პროდუქტს ჯერ კიდევ არ იცნობს. მაშ ასე, ტოპ 3 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენო ვიბუქი შენი ბიზნესისთვის: 1. ვიბუქი მარტივია და მოსახერხებელი ინტუიტიური, დახვეწილი ინტერფეისი და მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალი ვიბუქს ყველასგან გამოარჩევს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ მოწყობილობაზე: მობილური […]
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. როგორც უკვე იცით, ვიბუქი აღნიშნული აქსელერატორის მონაწილეა, რაც ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის […]
ვიბუქი Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორის წევრია!

დიდი ამბავი გვაქვს – ვიბუქი Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორის წევრია! პროგრამა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილე სტარტაპ გუნდები მენტორების დახმარებით გაიღრმავებენ ცოდნას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა ფასეული შეთავაზება, ბრენდინგი, Growth Marketing, ფინანსები, ინვესტიციების მოზიდვა, პრეზენტაციის მომზადება და ა.შ. ბოლოს კი დემო დღე მადრიდში, Google for Startups-ის კამპუსში ჩატარდება. მონაწილეები გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან […]
ახალი პარტნიორი – ესთეტიკური მედიცინის კლინიკა KAEM

აგვისტო სასიამოვნო სიახლეებით გრძელდება – ამჯერად Webook და ესთეტიკური მედიცინის კლინიკა KAEM იწყებენ პარტნიორობას! ჩვენი უახლესი ციფრული პლატფორმის მეშვეობით კლინიკა თავის მომხმარებელს ვიზიტზე ჩაწერის გამარტივებულ პროცესს სთავაზობს, ხოლო თავად იღებს ჯავშნების ერთ სივრცეში მართვის და მომხმარებლის უკუკავშირის შესაძლებლობას. KAEM მდებარეობს ქ. თბილისში, სულხან ნასიძის 20-ში და თავის პაციენტებს ესთეტიკური მედიცინის სერვისების ისეთი ფართო სპექტრით ემსახურება, […]
ახალი პარტნიორი – სილამაზის სალონი T.M. Beauty Center

ვიბუქის პლატფორმას სილამაზის სალონი T.M. Beauty Center შემოუერთდა! ჩვენი სისტემის მეშვეობით სალონის მომხმარებლები მარტივად და დამოუკიდებლად შეძლებენ სასურველ ვიზიტზე ჩაწერას, ხოლო თავად ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მართოს ჯავშნები და სისტემაში დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს ინფორმირებული მენეჯერული გადაწყვეტილებები. T.M. Beauty Center მდებარეობს ქ. თბილისში, ავთანდილ ღოღობერიძის 6-ში და მომხმარებელს სთავაზობს 90-ზე მეტი დასახელების სერვისს, მათ შორის თმის, […]
ვიბუქის პირველი პარტნიორი – სილამაზის სალონი Clover

მოხარული ვართ გაცნობოთ ჩვენი პირველი პარტნიორობის შესახებ! სილამაზის სალონი Clover მდებარეობს ქ. თბილისში, იოანე პეტრიწის 1ბ-ში. ეს თანამშრომლობა ვიბუქის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს – ჩვენ ვიწყებთ ბიუთი სფეროში ჩაწერების პროცესის გარდაქმნას! გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენს პირველ მომხმარებელს, რომელიც გვენდო რათა გააუმჯობესოს თავისი ჩაწერის პროცესი, გახადოს იგი უფრო ეფექტური და მოსახერხებელი როგორც პერსონალისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. […]